United States
United Kingdom
Ukraine
Slovakia
Romania
Poland
Lithuania
Latvia
Hungary
Germany
Georgia
Finland
Estonia
Czech Republic
Selected version: Georgia

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება „ალიანტე 2008“–ში:

გამოცადეთ ჩრდილო პოლუსი!

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ალიანტეს სამყაროში! წლების მანძილზე ალიანტემ ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით უამრავ მოსწავლეს მოუყარა თავი, რათა მათ გამოეცადათ რაღაც ჭეშმარიტად განსაკუთრებული და შეჯიბრებოდნენ ერთმანეთს შეუდარებელი პრიზის მოსაპოვებლად, რაც საშუალებას მისცემს გამარჯვებულებს იმოგზაურონ იმ ადგილებში, რომელთა ნახვასაც ისინი დამოუკიდებლად ვერასოდეს შეძლებდნენ. კონკურსის ორგანიზატორები ამჯერადაც უნიკალურ თავგადასავალს გიმზადებენ.

2008 წლის კონკურსის მიზანს წარმოადგენს ჩრდილო–ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის, უსაფრთხოების პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების უკეთ გაცნობა. აქედან გამომდინარე, ეს გამოცდილება არ წარმოადგენს ჯილდოს მხოლოდ გამარჯვებულებისთვის ,ყველა მონაწილე იძენს განათლებას და ახალ კონტაქტებს, რაც თავისთავად სასარგებლოა სწავლისა და პროფესიული კარიერისათვის მომავალში.

2007 წელს ალიანტეს გამარჯვებულებს მიეცათ უნიკალური შანსი, ემოგზაურათ ამერიკის შეერთებულ შტატებში და მოენახულებინათ მრავალი ღირსშესანიშნავი ადგილი: აშშ–ს უდიდესი საზღვაო ბაზა ნორფოლკში, ვირჯინია, ნებრასკას ეროვნული დაცვის საწვრთნელი ცენტრი და აშშ–ს საჰაერო ძალების ერთ–ერთი ყველაზე თანამედროვე და საუკეთესოდ დაცული ბაზა კოლორადო–სპრინგსში.

მაგრამ 2008 წლის გამარჯვებულებს არ აქვთ მიზეზეი შესურდეთ თავიანთი წინამორბედების, პირიქით – წლევანდელ ფინალისტებს საშუალება ეძლევათ მოინახულონ ნატოს ყველაზე შრეული ბაზა, რომელიც მდებარეობს ჩრდილო პოლუსის მიღმა სკანდინავიის მკაცრ, მაგრამ თვალწარმტაც ბუნებაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, 2008 წლის გამარჯვებულები 10 დაუვიწყარ დღეს გაატარებენ ნორვეგიაში.

იქ მოსახვედრად თქვენ, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავი უნდა გამოცადოთ. გამარჯვებულებმა წარმატებას უნდა მიაღწიონ როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე, დაამტკიცონ საკუთარი ერუდიცია და უნარი ითანამშრომლონ საერთაშორისო გარემოს რთულ პირობებში. ნამდვილი საკონკურსო ციებ–ცხელების შესაქმნელად საერთაშორისო ფინალური რაუნდის ორგანიზატორი იქნება ჩეხეთის არმიის პროფესიონალი – პროსტეიოვის 102-e ელიტარული სადაზვერვო ბატალიონი.

ამგვარად, წელს თქვენ გელით ერუდიციაზე დაფუძნებული ორი რაუნდი და საერთაშორისო ფინალი, 10–დღიანი დაუვიწყარი ექსკურსია ნორვეგიაში 2008 წლის აგვისტოში. დამატებითი ინფორმაციისათვის დააჭირეთ აქ.

გამომდინარე იქიდან, რომ ალიანტეს ოჯახი სწრაფად იზრდება, წელს გამორჩეული სტუდენტები ჩეხეთის რესპუბლიკიდან, ესტონეთიდან, ლატვიიდან, ლიტვიდან, უნგრეთიდან, გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, პოლონეთიდან, რუმინეთიდან, სლოვაკეთიდან, შეერთებული შტატებიდან, დიდი ბრიტანეთიდან და, წელს პირველად, ფინეთიდან და საქართველოდან, პრესტიჟული პრიზისათვის შეეჭიდებიან ერთმანეთს. გარდა ამისა, „ალიანტე 2008“ კიდევ ერთხელ უმასპინძლებს ცალკე კონკურსს უკრაინაში.

„ალიანტე 2008“–ის მთავარი ორგანიზატორი და საერთაშორისო კოორდინატორია:

ჩეხეთის რესპუბლიკა

იაგელო 2000 - ჩეხური ევროატლანტიკური თანამშრომლობის ასოციაცია

ეროვნული პარტნიორების რიცხვში შედიან:

ესტონეთი ესტონეთის ატლანტიკური ხელშეკრულების ასოციაცია
ფინეთი ფინეთის ატლანტიკური საბჭო
საქართველო ახალი თაობა - ახალი ინიციატივა
ლიტვა ლიტვის ატლანტიკური ხელშეკრულების ასოციაცია
ლატვია ლატვიის ტრანსატლანტიკური ახალგაზრდული კლუბი
უნგრეთი უნგრეთის ატლანტიკური საბჭო
გერმანია გერმანიის ატლანტიკური ასოციაცია
პოლონეთი ევროატლანტიკური ასოციაცია
რუმინეთი ევროატლანტიკური საბჭო რუმინეთი - კასა ნატო
სლოვაკეთი ევროატლანტიკური საბჭო - სლოვაკეთი
აშშ აშშ-ს ატლანტიკური საბჭო
გაერთიანებული სამეფო გაერთიანებული სამეფოს ატლანტიკური საბჭო
უკრაინა ახალგაზრდული ცენტრი უკრაინის ატლანტიკური საბჭო

 „ალიანტე 2008“ ხორციელდება ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ჩეხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს და ნატოს საზოგადოებრივი დიპლომატიის განყოფილების ხელშეწყობით.

| Print out this page | Top |
photophotophotophotophotophotophoto