მსოფლიოში შექმნილ ეკონომიკურ კრიზისს მრავალი ორგანიზაციის, კონკურსისა თუ საწარმოს დახურვა მოჰყვა. საბედნიეროდ, “ალიანტემ” შეძლო პრობლემების გადალახვა და 2010 წელს, რიგით მეათე საერთაშორისო კონკურს შესთავაზებს საზოგადოებას.
მსოფლიოში არ არსებობს ”ალიანტეს” მსგავსი კონკურსი - თუ გავითვალისწინებთ მის კონცეფციასა და საერთაშორისო მასშტაბს. კონკურსის მიზანია ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის, უსაფრთხოებისა და საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ ცნობიერების ამაღლება. უფრო მეტიც, მის გამარჯვებულს ელის არაჩვეულებრივი მოგზაურობა, რომლის მსგავსის მოწყობასაც ვერც ერთი ტურისტული სააგენტო ვერ შეძლებს. ამას გარდა, თითოეული მონაწილე იფართოებს ცოდნას ზემოთ ნახსენებ სფეროებში, იძენს ახალ კონტაქტებს, რაც სასარგებლოა სწავლისა და პროფესიული წინსლვლისათვის, მომავალში.
”ალიანტე 2007”-ის გამარჯვებულებმა ამერიკის შეერთებული შტატების დიდ ნაწილში იმოგზაურეს, 2008 წლის გამარჯვებულებმა- უმშვენიერეს ნორვეგიაში, ხოლო 2009 წლის გამარჯვებულებმა- ჩეხეთის რესპუბლიკაში, (პრაღა-ოსტრავა)ეს ის ქვეყანაა სადაც „ალიანტე“ წარმოიშვა.
რაც შეეხება 2010 წლის გამარჯვებულებს, 2001 წლის გამარჯვებულების მსგავსად, ისინიც პოლონეთს ეწვევიან.
პოლონეთი გვთავაზობს როგორც ბუნებით, ასევე კულტურით მდიდარ სანახაობებს. აქ ნახავთ ელიტურ სამხედრო დანაყოფებს, უამრავ უძველეს სამხედრო აღჭურვილობას, მაგრამ, როგორც წესი, მოგზაურობისას გამარჯვებულებს უფრო მეტის ნახვა და გაგება შეუძლიათ.
რა თქმა უნდა, იქ მოხვედრა ადვილი არ იქნება. ახალგაზრდებმა რთული ეროვნული და საერთაშორისო კონკურსი უნდა გაიარონ და დაამტკიცონ თავიანთი ცოდნა, თანამშრომლობის უნარი რთულ პირობებში. ჩვეულებისამებრ ჩატარდება ზოგად განათლებაზე დაფუძნებული ორი რაუნდი. საუკეთესო გუნდები საერთაშორისო ფინალში ერთმანეთს ფიზიკურ მომზადებასა და ამტანობაში შეეჯიბრებიან . წელს ფინალი საქართველოში ჩატარდება, ქვეყანაში რომელიც NATO - ს წევრი არ არის, კერძოდ- საჩხერის სამთო სკოლაში .
არ არსებობს “ალიანტეს” მსგავსი მეორე კონკურსი. “ალიანტე 2010” კი იქნება ყველაზე გამორჩეული წინა კონკურსებისგან. “ალიანტე 2010” განხორციელდება შემდეგ ქვეყნებში: ჩეხეთის რესპუბლიკაში, საქართველოში, უნგრეთში, ლიტვაში, ლატვიაში, პოლონეთში, სლოვაკეთსა და დიდი ბრიტანეთში. ორი წლის შესვენების შემდეგ ნიდერლანდები კვლავ მონაწილეობს კონკურსში. კონკურსს შეუერთდა მონტენეგროც. უკრაინაში “ალიანტე 2010” კვლავ ცალკე გაიმართება.
„ალიანტე 2010“–ის მთავარი ორგანიზატორი და საერთაშორისო კოორდინატორია:
| ჩეხეთის რესპუბლიკა |
იაგელო 2000 - ჩეხური ევროატლანტიკური თანამშრომლობის ასოციაცია |
ეროვნული პარტნიორების რიცხვში შედიან:
| საქართველო | ახალი თაობა - ახალი ინიციატივა |
| ლიტვა | ლიტვის ატლანტიკური ხელშეკრულების ასოციაცია |
| ლატვია | ლატვიის ტრანსატლანტიკური ახალგაზრდული კლუბი |
| უნგრეთი | უნგრეთის ატლანტიკური საბჭო |
| პოლონეთი | ევროატლანტიკური ასოციაცია |
| სლოვაკეთი | ევროატლანტიკური საბჭო - სლოვაკეთი |
| გაერთიანებული სამეფო | გაერთიანებული სამეფოს ატლანტიკური საბჭო |
| უკრაინა | ახალგაზრდული ცენტრი უკრაინის ატლანტიკური საბჭო |
| მონტენეგრო | ALFA ცენტრი |
| ნიდერლანდები | ნიდერლანდების ატლანტიკური ხელშეკრულების ასოციაცია |
„ალიანტე 2010“ ხორციელდება ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, პოლონეთის თავდაცვის სამინისტროსა და ნატოს საზოგადოებრივი დიპლომატიის განყოფილების ხელშეწყობით.





