შეუძლიათ თუ არა 2010 წლის ალიანტეში მონაწილება მათ ვისაც წინა წლებში უკვე მიუღიათ მონაწილეობა აღნიშნულ კონკურში?
დიახ, შეუძლიათ. მონაწილეობა შეუძლიათ მათაც ვინც წინა კონკურსებში გამარჯვებულიც კი გახდა.
შესაძლებელია რომ ერთი სკოლიდან მხოლოდ ერთი გუნდი დარეგისტრირდეს?
კი. ალიანტეს წესების მიხედვით, ერთი სკოლიდან გუნდთა რაოდენობა არ არის ლიმიტირებული.
ახდენს თუ არა ზეგავლენას პირველი რაუნდის შედეგები მომდევნო რაუდების შედეგებზე?
გუნდი რომელიც გადალახავს ბარიერს, ანუ სწორად უპასუხებს პირველი რაუნდის 15 შეკითხვას იგი შემდეგ რაუნდში გადადის. ხოლო მეორე რაუნდში გადასული გუნდის შედეგებზე პირველი რაუნდის შედეგები არანაირ ზეგავლენას არ ახდენს.
აუცილებელია თუ არა რომ თითოეულ გუნდს ჰყავდეს სათადარიგო წევრი?
ამის აუცილებლობა არ არსებობს. თუმცა ეს დადებითად წაადგებოდა გუნდს თუკი მისი რომელიმე წევრი რაიმე მიზეზის გამო ვერ მიიღებს მონაწილეობას კონკურსის რომელიმე რაუნდში. როგორც გამოცდილებამ გვიჩვენა, სათადარიგო წევრის ყოლა მნიშვნელოვნად ეხმრება გუნდს მისთვის კრიტიკულ სიტუაციაში.
შესაძლებელია თუ არა რომ დავრეგისტრირდე სათადარიგო წევრად რეგისტრაციის პერიოდის ამოწურვის შემდეგ?
არა, ამის შესაძლებლობა რეგისტრაციის პერიოდის ამოწურვის შემდეგ აღარ იქნება.
მჭირდება თუ არა პასპორტი რეგისტრაციისთვის?
არა, თუმცაღა ყველა ფინალისტს უნდა ჰქონდეს მოქმედი პასპორტი ან პირადობის მოწმობა.
შესაძლებელია თუ არა რომ ერთი ჯგუფის წევრები სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები იყვნენ?
დიახ, შესაძლებელია, თუმცა გუნდის მოქმედმა და ასევე მისმა სათადარიგო წევრებმა უნდა დაიცვას ”კონკურსის წესები”.
რეგისტრაციის პროცედურას ვერ ვასრულებ. რა უნდა ვქნა?
დახმარებისთვის გთხოვთ მიმართოთ (ინგლისურ ენაზე) aliante2010@jagello.org.
ამჟამად ვცხოვრობ საქართველოში, მაგრამ მაქვს ვიეტნამის მოქალაქეობა. შემიძლია თუ არა ალიანტე 2010-ში მონაწილეობა?
სამწუხაროდ არა, იმისათვის რომ თქვენ მონაწილეობა მიიღოთ ალიანტე 2010-ში თქვენ უნდა იყოთ საქართველოს,ჩეხეთის, უნგრეთის, ლატვიის, ლიტვის,მონტენეგროს, ჰოლანდიის, პოლონეთის, სლოვაკეთის ან დიდი ბრიტანეთის მოქალაქე. თუკი თქვენ უცხოელი ხართ და რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყანაში ცხოვრობთ, უნდა გქონდეთ ნატოს წევრი ქვეყნის მოქალაქეობა.






