სახელმძღვანელო მეორე რაუნდის კითხვების და პასუხებისათვის

მეორე რაუნდი მნიშვნელოვანი წინგადადგმული  ნაბიჯი და ბევრად რთული ტურია პირველი რაუნდისგან განსხვავებით, მიუხედავად ამისა არ უნდა შეშინდეთ. ეს სახელმღვანელო მოგცემთ რჩევას თუ როგორ უნდა გაართვათ თავი მეორე რაუნდს.

  • ამ შეკითხვებს ზოგადად  ეწოდება თემის ღრმა გამოძიება, სასურველია გადავათვალიეროთ მრავალი წყარო და შეადგინოთ ამომწურავი პასუხები.
  • შენზეა დამოკიდებული თუ რა სიდიდის იქნება შენი პასუხი, მაგრამ ის უნდა მოიცავდეს ყველა მოთხოვნილ ინფორმაციას. მიუხედავად ამისა არ აქვს აზრი უფრო მეტი ტექსტის დამატებას შესაბამისი ინფორმაციის გარეშე.
  • დარწმუნდი, რომ იყენებ სანდო წყაროს. შეგიძლია მოიძიო წიგნებში, ესტუმრო ადგილობრივ ბიბლიოთეკას, მოძებნო ინტერნეტში და სხვა. ასევე შეგიძლია მიმართო მასწავლებელს, რომ იცოდე თუ რომელია სანდო ინფორმაცია. (ვიკიპედია არ არის სანდო წყარო, მაგრამ შეგიძლია გამოიყენო ვიკიპედია, რომ იპოვო მითითებული წყარო).
  • ინგლისურ ენაზე სხვადასხვა საკითხის მოძიება მოგცემთ საშუალებას გაეცნოთ უფრო მეტ წყაროს ვიდრე თქვენს ეროვნულ ენაზე. თუ არ ხართ თარგმანში დარწმუნებული შეგიძლიათ გადაიყვანოთ ალიანტეს ვებ გვერდი ინგლისურ ენაზე.
  • დარწმუნდი რომ დაურთო წყარო, რომელიც გამოიყენე შეკითხვებზე საპასუხოდ.არ არის აუცილებელი გამოიყენო აკადემიური ციტატები, მაგრამ მოგვაწოდე ინფორმაცია ყველა იმ წყაროს შესახებ, რომელიც იქნა გამოყენებული, რათა მოხდეს მათი გადამოწმება (დოკუმენტის სახელი, ავტორი, გვერდი, ზუსტი ვებ გვერდის მისამართი).
  • გრაფიკული დიზაინი არ იქნება შეფასებული (მხოლოდ იქნება გათვალისწინებული იმ შემთხვევაში თუ თანაბარი იქნება ორი გუნდის ქულა), მაგრამ დახვეწილი ფორმატის დოკუმენტი  მთლიანობაში გამოიყურება ბევრად კარგად. ასევე შეგიძლია დაურთო ილუსტრირებული სურათებიც.
  • გთხოვ დაურთო დოკუმენტს  შენი გუნდის ნომერი ან სხვა რაიმე მონაცემი.
  • რაც შეეხება გეოგრაფიულ შეკითხვებს, შეგიძლია ჩამოტვირთო ცარიელი რუქა ინტერნეტიდან და გამოიყენო გრაფიკული პროგრამა, რომ მონიშნო შენი პასუხი. ასევე სასურველი იქნება  დაურთო რუქას ახსნაგანმარტებითი ტექსტიც.
  • საშუალოდ შენ გაქვს დაახლოებით ერთი დღე, რომ უპასუხო ერთ შეკითხვას. დარწმუნდი,  რომ კარგად დაგეგმე შენი სამუშაო.
  • შეეცადე უპასუხო ყველა შეკითხვას.

მე-2 რაუნდი გაიმართება 2016 წლის 25 აპრილიდან 2016 წლის 25 მაისამდე. გაგზავნილ პასუხებს განიხილავენ ეროვნული კოორდინატორები  დამოუკიდებელ პროფესიონალ მეცნიერებთან და ექსპერტებთან ერთად.
მეორე რაუნდის კითხვები უნდა გაგზავნოთ ელექტრონულად 25 მაისამდე შემდეგ მისამართზე geoaliante2016@gmail.com.