United Kingdom
Ukraine
The Netherlands
Slovakia
Poland
Montenegro
Lithuania
Latvia
Hungary
Georgia
Czech Republic
Selected version: Georgia

რა არის ალიანტე?

თუ გსურთ გაეცნოთ ”ალიანტეს” პრინციპებს, მის არსს, წარმოშობის ისტორიას და ასე შემდეგ. მაშინ სწორ გზაზე დგახართ...

”ალიანტე” არის 15-დან 19 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისგან შემდგარი 2-წევრიანი გუნდების კონკურსი. მისი მიზანია სტუდენტების ცნობიერების ამაღლება უპირველეს ყოვლისა უსაფრთხოების საკითხებისა და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის შესახებ, ასევე ისტორიაში, გეოგრაფიაში, პოლიტიკაში. ამ სფეროებში უფრო ღრმა ცოდნა საშუალებას მისცემს ახალგაზრდებს, უკეთესად გაერკვნენ აქტუალურ საკითხებში და უფრო ადვილად აღიქვან კავშირები მოვლენებს შორის. მაგრამ ”ალიანტეს” უნიკალური კონცეფცია საშუალებას აძლევთ მათ, გამოსცადონ საკუთარი ფიზიკური ძალები და გამძლეობა მძიმე პირობებში, შეხვდნენ მსგავსი ინეტერესების მქონე თანატოლებს სხვა ქვეყნებიდან და დატკბნენ დაუვიწყარი მოგზაურობით.

პირველად ”ალიანტე” 2001 წელს ჩატარდა ჩეხეთის რესპუბლიკაში, მასში ათასზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. ყოველ მომდევნო წელს იზრდებოდა მონაწილე ქვეყნებისა და კონკურსანტების რაოდენობა. 2008 წელს 12 ქვეყნის 5,000-ზე მეტმა მოსწავლემ სცადა ბედი კონკურსში.

რა არის საჭირო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად? მოსწავლეებმა საკუთარი ნიჭი უნდა გამოავლინონ სამ რაუნდში საბოლოო პრიზის მოსაგებად. პირველი რაუნდი ერთგვარი ”გამამხნევებელი ვარჯიშია”, კონკურსანტებმა ოციდან მინიმუმ 15 კითხვას სწორად უნდა გასცენ პასუხი. თითოეული კითხვის ოთხი შესაძლო პასუხიდან მხოლოდ ერთია სწორი.

მეორე რაუნდი განათლებაზეა დაფუძნებული, მაგრამ უფრო დეტალური ხასიათისაა და კითხვებზე პასუხის გასაცემად მოითხოვს სათანადო წყაროების მოძიებას. მეორე რაუნდის 35 შეკითხვა მოიცავს ისტორიას, საერთაშორისო ურთიერთობებს, გეოგრაფიას, ასევე ნატოს სტრუქტურას და ფუნქციონირებას. მათზე პასუხები ხშირად საკმაოდ ვრცელია, მაგრამ წარმატებულად ჩაითვლება იმ გუნდის პასუხი, ვინც პასუხში ზუსტი არსის გამოხატვას შეძლებს.

მეორე ტურის შედეგად თითოეული ქვეყნიდან არჩეული საუკეთესო გუნდები მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო ფინალში. საერთო ჯამში 40 გუნდი იღებს მონაწილეობას .

ფინალი წინა რაუნდებისგან საგრძნობლად განსხვავდება. 4-წევრიანი რაზმის შესაქმნელად ორი ეროვნული გუნდის დაჯგუფება შემთხვევითობის პრინციპით ხორციელდება. ცოდნის ნაცვლად საფინალო რაუნდში ყურადღება მახვილდება ფიზიკურ მზადყოფნასა და ფიზიკურ ამტანობაზე, ასევე თანამშრომლობასა და უჩვეულო პრობლემების გადაწყეტაზე. ასევე უნდა ავღნიშნოთ, რომ საერთაშორისო ფორმატის გამო ფინალი ტარდება მხოლოდ ინგლისურ ენაზე.

შვიდი საუკეთესო რაზმი ”ალიანტეს” აბსოლიტურ გამარჯვებულად დასახელდება. ისინი ნატოს წევრ ქვეყანაში იმოგზაურებენ. ზოგადად, ყველა მონაწილე ჯილდოვდება დაუვიწყარი გამოცდილებებით ან მიღებული ცოდნით.

| Print out this page | Top |
photophotophotophotophotophotophoto