United Kingdom
Ukraine
The Netherlands
Slovakia
Poland
Montenegro
Lithuania
Latvia
Hungary
Georgia
Czech Republic
Selected version: Georgia

კონკურსში მონაწილეობის პირობები

კონკურსში “ალიანტე 2010” მონაწილეობის პირობები

  1. ალიანტეს პროექტის თანახმად ორი პიროვნება ქმნის ერთ გუნდს. თუმცა, თითოეულ სკოლას/ინსტიტუტს შეუძლია, შექმნას სასურველი რაოდენობის გუნდი. თუ, გარკვეული მიზეზების გამო, თქვენ არ შეგიძლიათ შექმნათ გუნდი თქვენს სასწავლებელში, შესაძლებელია, მოიწვიოთ მეგობარი ან მეგობრები სხვა სკოლებიდან/ინსტიტუტებიდან. ყველა გუნდი კონკურს “ალიანტე 2010”-ის პირობების შესაბამისად უნდა შეიქმნას. გირჩევთ, გუნდში იყოლიოთ სათადარიგო წევრი იმ შემთხვევისთვის, თუ საჭირო გახდება გუნდის ძირითადი წევრის შეცვლა. თუმცა, სათადარიგო წევრის ყოლა სავალდებულო არ არის. 
  2. თითოეულ გუნდს უნდა ჰქონდეს საკუთარი ელ-ფოსტა. თუ გუნდის არც ერთ წევრს არ აქვს ელ-ფოსტა, გთხოვთ, შექმნათ იგი. 
  3. დაარეგისტრირეთ თქვენი გუნდი შემდეგ ვებ გვერდზე: www.project-aliante.org განყოფილებაში “რეგისტრაცია” შესაბამისი ეროვნული ვერსიის მიხედვით. რეგისტრაციის შემდეგ მოგენიჭებათ საკონკურსო ნომერი და პაროლი, რომელიც გაიგზავნება თქვენს მიერ მითითებული ელ-ფოსტის მისამართზე. რეგისტრაციასთან დაკავშირებით პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში, დაუკავშირდით პროექტის კოორდინატორს aliante2010@jagello.org. გთხოვთ, მიმოწერისას ინგლისური ენა გამოიყენოთ, რადგან მთავარი კოორდინატორი ვერ შეძლებს გაიგოს და გიპასუხოთ თქვენს მშობლიურ ენაზე. 
  4. კონკურს ”ალიანატე 2010 ”ის პირველი რაუნდის კითხვები შეგიძლიათ იხილოთ ვებ გვერდზე www.project-aliante.org (შესაძლებელია მათი ამობეჭვდაც), რათა მზად იყოთ სწორი პასუხებისთვის. 
  5. პირველ რაუნდში მოცემულია 20 შეკითხვა 4 სავარაუდო პასუხით. ოთხი შესაძლო პასუხიდან მხოლოდ ერთია სწორი. მონიშნეთ ერთი პასუხი, რომელსაც სწორად მიიჩნევთ. 
  6. როდესაც კითხვებზე საპასუხოდ მზად იქნებით, შეავსეთ საკონკურსო განაცხადის ფორმა www.project-aliante.org და პასუხი გაეცით ყველა შეკითხვას. კითხვარის შევსება უნდა მოხდეს ერთი შესვლით. ტექნიკური მიზეზების გამო შეუძლებელია საკონკურსო ფორმაზე მუშაობა დღეების განმავლობაში. 
  7. პასუხების შემოტანის ბოლო ვადაა 2010 წლის 21 მარტი, 23:59 სთ-მდე. მითითებული დროის შემდეგ გამოგზავნილი პასუხები არ განიხილება. პასუხების შეფასებისას ყურადღება არ მიექცევა პასუხების გაცემის სისწრაფეს. ამგვარად, მნიშვნელობა არ ექნება 2010 წლის 25 თებერვალს გამოგზავნით პასუხებს თუ 2010 წლის 20 მარტს, 23:56 სთ-ზე. 
  8. გუნდებს, რომლებიც სწორად გასცემენ პასუხებს პირველი რაუნდის მინიმუმ 15 შეკითხვას, კონკურსის მეორე რაუნდში მონაწილეობის უფლება მიენიჭებათ. 
  9. დეტალური ინფორმაცია მეორე რაუნდის კითხვებისა და მონაწილოების პირობების შესახებ გამოქვეყნდება მითითებულ ვებ გვერდზე 2010 წლის 22 მარტს. 
  10. კონკურსის შესახებ დამატებითი კითხვებით გთხოვთ, დაუკავშირდეთ თქვენს ეროვნულ კოორდინატორს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:

aliante2010@ngni.net

ორგანიზატორები არ უპასუხებენ ფოსტით გამოგზავნილ შეკითხვებს!
| Print out this page | Top |
photophotophotophotophotophotophoto