United Kingdom
Ukraine
The Netherlands
Slovakia
Poland
Montenegro
Lithuania
Latvia
Hungary
Georgia
Czech Republic
Selected version: Georgia

წესები და პროგრამა

„ალიანტე 2010“ კონკურსის წესები

  1. კონკურსი გათვალისწინებულია საშუალო სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლების, 15-დან 19 წლამდე ასაკის მოსწავლეებისათვის (1990 წლის 1 აგვისტოდან 1995 წლის 31 მაისამდე პერიოდში დაბადებულები). კონკურსის პირობების თანახმად- მონაწილეები უნდა ცხოვრობდნენ შემდეგ ქვეყნებში: ჩეხეთის რესპუბლიკაში, საქართველოში, უნგრეთში, ლიტვაში, ლატვიაში, მონტენეგროში, ნიდერლანდებში, პოლონეთში, სლოვაკეთსა და დიდ ბრიტანეთში.
  2. კონკურსი ტარდება 2-2 მოსწავლისგან შექმნილი გუნდებისათვის. თუმცა, თითოეულ გუნდს უფლება აქვს, ჰყავდეს სათადარიგო მოთამაშე იმ შემთხვევაში, თუ გუნდის ძირითადი წევრი, გარკვეული მიზეზების გამო, ვერ ახერხებს მონაწილეობას მომდევნო რაუნდში.
  3. გუნდების წევრები უნდა იყვნენ მოქალაქეები იმ ქვეყნებისა, რომლებიც 1 პარაგრაფშია ნახსენები. 
  4. „ალიანტეს“ წინა კონკურსების მონაწილეებს, ასევე გამარჯვებულებს, უფლება აქვთ- გაიარონ რეგისტრაცია 2010 წლის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.
  5. თითოეულ გუნდს უნდა ჰქონდეს საკუთარი ელ.ფოსტა და ყველა მონაწილეს უნდა შეეძლოს ინგლისურ ენაზე საუბარი. ინგლისური ენის ცოდნა ფინალამდე შემოწმდება. თუ გუნდს არ შეეძლება ინგლისურ ენაზე ეფექტურად კომუნიკაცია, მაშინ მას სხვა გუნდი ჩაანაცვლებს. 
  6.  

„ალიანტე 2010“ კონკურსის განრიგი

კონკურსი „ალიანტე 2010“ სამი რაუნდისგან შედგება:

პირველი რაუნდი - ზოგად განათლებაზე დაფუძნებულ კითხვებს მოიცავს და ჩატადება ინტერნეტით. კონკურსანტებმა სწორად უნდა გასცენ პასუხი 20 შეკითხვას, არა უგვიანეს 2010 წლის 21 მარტისა, 23:59 სთ-მდე. მითითებული ვადის შემდეგ გამოგზავნილი პასუხები არ განიხილება. კონკურსანტებმა მინიმუმ 15 კითხვას უნდა უპასუხონ სწორად, რათა მოიპოვონ მეორე რაუნდში გადასვლის უფლება. 

მეორე რაუნდი - პირველის მსგავსად, ზოგად განათლებაზეა აგებული და ჩატარდება 2010 წლის 22 მარტიდან 2010 წლის 29 აპრილამდე. მეორე რაუნდში გუნდებმა 35 კითხვას უნდა გასცენ პასუხი წერილობითი ფორმით (მასალა მიიღება როგორც ამობეჭდილი ფორმით, ასევე დისკეტაზე 3,5" ან დისკზე ჩაწერილი) და გაგზავნონ ქვემოთ მოცემულ მისამართზე, 2010 წლის 29 აპრილამდე. 

მისამართი საქართველოში:

“ახალი თაობა–ახალი ინიციატივა”
რ. თაბუკაშვილის #17,თბილისი, 0108, საქართველო. 
ტელ: (+995 32) 98 22 82; 99 01 70; 
ელ–ფოსტა: aliante2010@ngni.net ვებ გვერდი: www.ngni.net 

ეროვნული კოორდინატორები პროფესიონალ პოლიტოლოგებთან ერთად შეაფასებენ პასუხებს.
ყველა პასუხს თან უნდა ახლდეს ინფორმაცია გუნდის მიერ გამოყენებული წყაროს შესახებ, კონკრეტულად უნდა მითითებულ იქნას წყარო მათი გადამოწმების მიზნით (სრულყოფილი ინტერნეტ-ბმული, წიგნის სათაური, ავტორი, გვერდის ნომერი და ა.შ.).

მესამე რაუნდი - საერთაშორისო ფინალი ჩატარდება საქართველოში, საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში 2010 წლის 28 ივნისიდან 2010 წლის 1 ივლისამდე. ფინალში სულ 40 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. თითოეული ქვეყნიდან წარმოდგენილი იქნება მინიმუმ ერთი გუნდი იმ შემთხვევაში, თუ გუნდი მეორე რაუნდში შეძლებს ეროვნული კოორდინატორებისა და პოლიტოლოგებისათვის დამაკმაყოფილებელი პასუხების გაცემას. თითოეულ ქვეყანაში დარჩენილი 30 გუნდი ასევე შეირჩევა მეორე რაუნდის კითხვების მიხედვით, თითოეული ქვეყნიდან მაქსიმუმ 6 გუნდი.

იმ შემთხვევაში თუ გუნდი, გარკვეული მიზეზების გამო ვერ ახერხებს ფინალში მონაწილეობის მიღებას, მისი ჩანაცვლება მოხდება სხვა გუნდით, პროფესიული ჟიურის შეფასების საფუძველზე (მომდევნო ყველაზე რეიტინგული გუნდით) იმავე ქვეყნიდან.

ფინალში ყურადღება მიექცევა არა მხოლოდ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ სიძლიერეს, არამედ საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობის უნარს სტრესულ პირობებში, ასევე – ზოგად ერუდიციას.

ოთხ–ოთხი კონკურსანტისაგან შემდგარი 20 საერთაშორისო გუნდი შეიქმნება საწყისი 40 გუნდიდან, ობიექტურად დაწყვილების საფუძველზე. თავდაპირველად შექმნილ 2 წევრიან გუნდებს შეუერთდებიან სხვა ეროვნების წარმომადგენელი დამატებითი გუნდები. ოთხწევრიანი გუნდების ეროვნული შემადგენლობა არ არის წინასწარ განსაზღვრული. მაგალითად, ერთი გუნდი შესაძლებელია შეიქმნას ლიტველი და სლოვაკი წევრებისგან, მეორე – პოლონელი და ჩეხი კონკურსანტებისგან, მესამე კი- ლიტველი და უნგრელი მოთამაშეებისგან. გუნდების დაკომპლექტება მოხდება ფინალამდე 2 კვირით ადრე. დაკომპლექტების შესახებ ინფორმაციას გუნდები ელ-ფოსტის საშუალებით მიიღებენ. მათ საშუალება ექნებათ გაეცნონ ერთმანეთს ფინალამდე, რომელიც საქართველოში ჩატარდება.

„ალიანტე 2010“-ის გამარჯვებულები იქნებიან საერთაშორისო გუნდები, რომლებიც პირველ 7 ადგილს დაიკავებენ, ფინალის შედეგების მიხედვით.

საფინალო პროგრამა მომზადდება საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან თანამშრომლობით.

„ალიანტე 2010“-ს დეტალური განრიგი

22 თებერვალი, 2010 პირველი რაუნდის დასაწყისი
პირველი რაუნდის კითხვების გამოქვეყნება
გუნდების რეგისტრაციის პროცესის დაწყება 
21 მარტი, 2010 გუნდების რეგისტრაციის პროცესის დასრულება
პირველი რაუნდის პასუხების ბოლო ვადა
22 მარტი, 2010 მეორე რაუნდის დასაწყისი
პირველი რაუნდის სწორი პასუხების გამოქვეყნება
მეორე რაუნდის კითხვების გამოქვეყნება  
23 მარტი, 2010 პირველი რაუნდის შედეგების გამოცხადება
29 აპრილი, 2010 მეორე რაუნდის პასუხების ბოლო ვადა
8 ივნისი, 2010 ფინალისტების გამოცხადება
28 ივნისი - 2 ივლისი, 2010 საერთაშორისო ფინალი საჩხერეში, საქართველოში.
1 ივლისი, 2010 „ალიანტე 2010“–ის გამარჯვებულების გამოცხადება   
ივლისი/აგვისტო, 2010  2010 წლის გამარჯვებულთა

ფინალის შედეგების გამოცხადების შემდეგ ფინალისტებს დაურიგდებათ სპეციალური ჩამონათვალი, რომლის ქონაც ევალება თითოეულ ფინალისტს მე-3 ტურში. ჩამონათვალში მოცემული სავალდებულო ნივთების არქონის შემთხვევაში მთელს გუნდს დააკლდება ქულები.

ეროვნული პარტნიორები დაფარავენ კონკურსანტების შემდეგ ხარჯებს:

  1. ფინალზე ტრანსპორტირების ხარჯებს, კერძოდ ანაზღაურდება ორივე გზის ბილეთების საფასური (მიკროავტობუსი, თვითმფრინავი, მატარებელი და სხვ.) და ფინალისტების დაზღვევა;
  2. საერთაშორისო ფინალზე კონკურსანტების კვებისა და ცხოვრების ხარჯებს;
  3. გამარჯვებული გუნდებისთვის ტრანსპორტირების, კვების, ცხოვრების, ვიზისა და დაზღვევის ხარჯებს გამარჯვებულთა ტურში მონაწილოების მისაღებად. 
     
| Print out this page | Top |
photophotophotophotophotophotophoto