კონკურსის წესები

  1. კონკურსი ტარდება საქართველოში, ვებ -გვერდზე www.project-aliante.org  მითითებული იქნება კონკურსის გრაფიკი, კითხვები და სხვა ოფიციალური ინფორმაცია.
  2. კონკურსი გამიზნულია ყველა ახალგაზრდისთვის, რომელთა ასაკი შეადგენს 15- 20 წელს და დაბადებულები არიან  1996 წლის 1 აგვისტოდან 2001 წლის 30 ივნისის პერიოდში.
  3. შეჯიბრში მონაწილეობას იღებენ ორი მოსწავლისგან შემდგარი გუნდები. თითოეულ გუნდს უფლება აქვს იყოლიოს ერთი სათადარიგო წევრი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს შეჯიბრში იმ შემთხვევაში, თუ გუნდის ძირითადი წევრებიდან რომელიმე ვერ მიიღებს მონაწილეობას მომდევნო რაუნდში. ჯგუფის მხოლოდ ორ წევრს აქვს უფლება გაემზავროს ფინალურ ტურში მონაწილეობის მისაღებად და/ან მიიღოს გამარჯვებულის მოგზაურობაში მონაწილეობა.
  4. კონკურსში მონაწილეობის მიღებისას  გუნდი უნდა დარეგისტრირდეს ვებ-გვერდზე www.project-aliante.org  რეგისტრაციის შემდეგ, გუნდს მიენიჭება უნიკალური საიდენტიფიკაციო  ნომერი.  რეგისტრაციისას წარმოდგენილი ინფორმაცია უნდა იყოს ნამდვილი. ორგანიზატორები იტოვებენ უფლებას, შეჯიბრიდან მოხსნან ის ჯუფი, რომელიც მიაწვდის მცდარ ინფორმაციას. ორგანიზატორები იძლევიან პირობას, დაიცვან პირადი ინფორმაცია და არ გაუმჟღავნონ იგი კონკურსის გარეშე პირებს.
  5. ორგანიზატორებსა და მონაწილე გუნდებს შორის კომუნიკაცია მოხდება კონკურსუსის ვებგვერდის  (www.project-aliante.org), და  Facebook გვერდის  (www.facebook.com/Aliante.ge) მეშვეობით. ეროვნული კოორდინატორები ასევე დამატებით გამოყოფენ  საკონტაქტო მაილს geoaliante2016@gmail.com.